Thursday, February 14, 2013

კანადის დროშა

კანადის ეროვნული დროშა, ასევე ცნობილი როგორც ნეკერჩხლის ფოთოლი  და ერთფოთლიანი  არის დროშა, რომელიც 1965 წელს მიღებულ იქნა როგორც კანადის პირველი სახელმწიფო დროშა.
1890-იანი წლების შემდეგ კანადაში აროფიციალურად გამოიყენებოდა კანადის წითელი ალამი, რომელზეც დიდი ბრიტანეთის დროშა და კანადის გერბი იყო გამოსახული. დებატები საკუთარი დროშის მიღებასთან და ახალი დროშის დიზაინთან დაკავშირებით კანადის პრემიერ-მინისტრ ლესტერ პირსონის მიერ სახელმწიფო დროშის დამდგენი კომიტეტის შექმნასთან ერთად დაიწყო. არჩევანი შეჩერდა ჯორჯ სტენლის და ჯონ მეტესონის მიერ შექმნილ ნეკერჩხლის ფოთლიან დიზაინზე, რომელსაც კანადის სამეფო სამხედრო კოლეჯის დროშა ედო საფუძვლად.
ახალი დროშა 1965 წლის 15 თებერვალს მიიღეს; 15 თებერვალს კანადაში ეროვნული დროშის დღე აღინიშნება. 


ასე გამოიყურებოდა კანადის დროშის ერთ ერთი პირველი ვერსია  .

No comments:

Post a Comment